ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი სასტიკად ცემეს

ანას ბაღის აქტივისტსა და ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრს სასტიკად სცემეს. თავდასხმა ცოტა ხნის წინ მოხდა. ფოტოებს ლევან ქართველიშვილი ფეისბუქში ავრცელებს და წერს:

“აი რა მოყვება განსხვავებულ აზრს.”

მისი ინფორმაციით, თავდამსხმელები მას აგინებდნენ და ცემის მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებდნენ.

ქართველიშვილის ინფორმაციით, ბახტრიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაესხა თავს. როგორც ის ამბობს, მას შემდეგ რაც თავდამსხმელებმა 5 ნომრიანი მაისური დაინახეს, აგრესიულები გახდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. როგორც ქართველიშვილი ამბობს, პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან არ ენდობა.

მთავარი