ლუკაშენკო სუკის ციხეში პატიმარ ოპოზიციონერებს შეხვდა

ლუკაშენკო სუკის ციხეში პატიმარ ოპოზიციონერებს შეხვდაბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 10 ოქტომბერს სუკის საგამოძიებო იზოლატორში დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს შეხვდა.

შეხვედრა 4,5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მას 11 პატიმარი ოპოზიციონერი ესწრებოდა, მათ შორის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ბანკირი ვიქტორ ბაბარიკო.

“კონსტიტუციას ქუჩაში ვერ დაწერ,” – თქვა შეხვედრაზე ლუკაშენკომ.

ითქვა, რომ ლუკაშენკო პატიმრებთან იმისთვის მივიდა, რომ ყველას აზრი მოისმინოს.

შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის.

შეხვდრაზე იყო ბაბარიკოს შვილი ედუარდიც.