“მაყვალა სპანდერაშვილმა ჯერ მანქანის დალეწვა სცადა, მერე თმებით მითრია” – რა მოხდა წნორში

"მაყვალა სპანდერაშვილმა ჯერ მანქანის დალეწვა სცადა, მერე თმებით მითრია" - რა მოხდა წნორშიხმაური წნორში – მაყვალა სპანდერაშვილი საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი იმ დროს  მოხდა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მაყვალა სპანდერაშვილის საცხოვრებელ სახლში ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ.

ქალს ათობით ძაღლი მძიმე პირობებში ჰყავდა. არ ჰქონდათ საკვები და არ უტარდებოდათ საჭირო აცრები.

ადგილზე მისულ ცხოველთადამცველებმა ორი ძაღლი წამოიყვანეს. ამ ფაქტმა კი მეპატრონე გააღიზიანა და   არასამთავრობო ორგანიზაციის  წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“ძალიან დიდი აგრესია გამოიჩინა ჩემ მიმართ. ჯერ მოვარდა მანქანასთან და შუშებზე მირტყა ხელები და დალეწვას ცდილობდა მანქანის, მერე, როგორც კი გადმოვედი მანქანიდან, თმებში მწვდა და თმებით მათრია” – უთხრა მთავარს საზოგადოების წევრმა.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრები მაყვალა სპანდერაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ შუახნის ქალი სოციალური ქსელით ძაღლების მოვლის მიზნით მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს, თუმცა  შემოწირული თანხა რეალურად ცხოველების მოვლა- პატრონობას  არ ხმარდება.

ინციდენტის მონაწილე ყველა მხარეს  სიღნაღის რაიონულ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

მთავარი