მასწავლებელი თემო მუმლაძე ბმვ-თი ხეს შეეჯახა და დაიღუპა

მასწავლებელი თემო მუმლაძე ბმვ-თი ხეს შეეჯახა და დაიღუპაავარია მსხვერპლით დასრულდა მარნეულში.

ავტოსაგზაო შემთხვევას თემო მუმლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბმვ-ს მარკის ავტომობილით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

თემო მუმლაძე სოფელ წერეთელში ცხოვრობდა და ამავე სოფელში არსებულ აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო სკოლაში, მასწავლებლად მუშაობდა.

ინფორუსთავი