მერსედესი მოსრიალდა და ბოძს შეეჯახა – გმირთა მოედანზე 1 ადამიანი დაიღუპა

მერსედესი მოსრიალდა და ბოძს შეეჯახა - გმირთა მოედანზე 1 ადამიანი დაიღუპათბილისში, გმირთა მოედანზე ზოოპარკის ტერიტორიასთან ავარია მოხდა. მერსედესის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და ბოძს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მანქანაში 3 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაზიანებებით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე ამ დრომდე რამდენიმე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყეს.
მთავარი