“მეზობელმა მიაკითხა და მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა” – რა მოხდა გურჯაანში

"მეზობელმა მიაკითხა და მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა" - რა მოხდა გურჯაანში70 წლამდე ასაკის მამაკაცი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს სახლში, რამდენიმე დღიანი გაუჩინარების გამო, მეზობელმა მიაკითხა და მისი ცხედარი, აღმოაჩინა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
არის თუ არა საეჭვო გარემოებები, მამაკაცის გარდაცვალებაში, სამართალდამცველები სწავლობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმტაიმი