“მგზავრმა გადახტომა მოასწრო, მძღოლს ეძებენ” – აჭარაში მდინარემ მანქანა გაიტაცა

"მგზავრმა გადახტომა მოასწრო, მძღოლს ეძებენ" - აჭარაში მდინარემ მანქანა გაიტაცააჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

ადიდებულმა მდინარემ სოფელ ზანაქიძეების ხიდამდე მიაღწია.

ამ წუთებში მდინარე მეჯინისწყალში სოფელ ზანაქიძეების ხიდიდან გადავარდნილი მანქანის გამოყვანას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახური.

ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

როგორც „პრაიმტაიმს” ხელვაჩაურის მერიაში განუცხადეს, მდინარეში ავტომანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„მანქანა წყლიდან გამოყვანილია. მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდნენ ავტომანქანაში. მგზავრმა მოახერხა გადმოხტიმა. ის თავს კარგად გრძნობს. მძღოლს კი ამ წუთებშიც მდინარეში ეძებენ”- აცხადებენ უწყებაში.