მიხეილ ლომთაძე პანდემიამ მილიარდერად აქცია

მიხეილ ლომთაძე პანდემიამ მილიარდერად აქციაამერიკული გამოცემა “ფორბსი” იუწყება, რომ ყაზახური ფინთექ-პლატფორმა Kaspi-ს 2 დამაარსებელი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ მილიარდერები გახდნენ. მათგან ერთი ქართველი, მიხეილ ლომთაძეა.

კომპანია Kaspi ყაზახეთში ოპერირებს. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 18 მილიონს შეადგენს, ქართველი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც სესხების ბაზრის უდიდეს წილს, 32%-ს შეადგენს. კომპანიის მთავარი საქმიანობა ელექტრონული ფინანსური პროდუქტებისთვის (სესხები, გადასახადები) შესაბამისი პლატფორმის უზრუნველყოფას წარმოადგენს. პანდემიის გამო, Kaspi-ს პროდუქტების მოხმარებამ პიკს მიაღწია.

მიხეილ ლომთაძე საქართველოში, 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. თბილისშივე აიღო ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ლომთაძემ პირველი საქმიანობა საქართველოში დაიწყო. 2002 წელს მან კომპანია “ჯი-სი-ჯი აუდიტი” დააფუძნა, რომელსაც თავადვე მართავდა და მალევე შეუერთა ეს კომპანია მსოფლიოში ავტორიტეტულ აუდიტორიულ კომპანია “ერსტ ენდ იანგის”.  ამის შემდეგ ლომთაძე საქმიანობას უკვე რუსეთში განაგრძობს და თანაც, ძალიან წარმატებით.

მიხეილ ლომთაძის, როგორც წარმატებული ბიზნესმენის კარიერა სწორედ რუსეთში, მოგვიანებით კი ყაზახეთში საქმიანობას უკავშირდება.

2009 წლისთვის მიხეილ ლომთაძე უკვე ყაზახეთში, “კასპი ბანკის” მმართველი ხდება.

დღეისათვის Kaspi  კონკურენტებს მნიშვნელოვნად უსწრებს. 1 კვირის წინ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შემდეგ მისი პარტნიორის, ვიაჩესლავ კიმის ქონება 2.5 მილიარდ დოლარად შეფასდა, ხოლო ლომთაძის, ქონება 2 მილიარდი დოლარია.

პრაიმ ტაიმი