“მითხრა, ქმრის ბიძაშვილი მოვკალი, რადგან ჩემზე ძალადობდაო”

"მითხრა, ქმრის ბიძაშვილი მოვკალი, რადგან ჩემზე ძალადობდაო"მკვლელობა სოფელ იორმუღანლოში – 35 წლის კაცის მკვლელობის ნრალდებით, დაკავებული ქალის, ხაილა მამედოვას დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა პოლიციის გამოძახება თავად მოითხოვა.

„შუადღის ორ საათზე ჩემმა შვილმა მამამისს დაურეკა და სთხოვა, ტელეფონი ჩემთვის გადმოეცა. ჩემმა მეუღლემ ჰკითხა, რატომ უნდოდა ჩემთან საუბარი. როცა დაველაპარაკე ის ტიროდა და მითხრა, რომ პოლიცია გამოგვეძახებინა, რადგან კაცი მოკვდა. ჩემი ქმრის ბიძაშვილი მოვკალი, რადგან ჩემზე ძალადობდაო. პოლიცია გამოვიძახეთ და ჩემი შვილი ადგილზე დააკავეს“, – ამბობს ხაილა მამედოვას დედა.

ცნობისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 35 წლის კაცი, სავარაუდოდ, ბიძაშვილის მეუღლეზე სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო მოკლეს.

ნიუპოსტი