“მოკლულს ხელში იარაღი უჭირავს” – ავჭალაში კაცი მანქანაში ჩაცხრილეს

"მოკლულს ხელში იარაღი უჭირავს" - ავჭალაში კაცი მანქანაში ჩაცხრილესგლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მამაკაცი „იარაღით ხელშია გარდაცვლილი“.

„ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილი. მკვლელმა გაქცევა მოასწრო“, – წერს მელია.

მელია სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

იპნ