მთავარ არხს მანქანიდან ტექნიკა გასტაცეს – აპარატურა მალე იპოვეს

მთავარ არხს მანქანიდან ტექნიკა გასტაცეს - აპარატურა მალე იპოვესტელეკომპანია “მთავარის” იმერეთის ბიუროს მანქანიდან ვიდეოკამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი გაიტაცეს. ძარცვა ტელეკომპანიის ოპერატორის თვალწინ მოხდა.  ბოროტმოქმედებმა მიმალვა შეძლეს. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიცია იმყოფება და საგამოძიო პროცედურებს ატარებს.

“საბედნიეროდ, ტელეკომპანია “მთავარის” კუთვნილი აპარატურა, ვგულისხმობ ჩართვის აპარატს და კამერას, უკვე ნაპოვნია. პირდაპირი ჩართვის აპარატი ჩვენი ავტომობილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში იპოვეს, რაც შეეხება კამერას ის ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან შენიშნეს”, – ამბობს ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.
აპარატურა ჯერ ჟურნალისტისთვის არ დაუბრუნებიათ, რადგან ტექნიკიდან დნმ-ის ნიმუშებს იღებენ. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ირაკლი ვაჩიბერაძე და მის ოპერატორს გამოკითხვაზე გადაიყვანენ.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტი ჩართვისთვის ემზადებოდა.

“ოპერატორის თვალწინ აპარატურა გაიტაცეს. უცნობმა პირმა ელვისებური სისწრაფით მანქანიდან ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა წაიღო. ოპერატორი მათ გაეკიდა – ორნი იყვნენ. ახლა სადაც ვიმყოფებით, გარშემო ტყეცაა და გამტაცებელი მალე შეძლებს მიმალვას”, – თქვა მაშინ ირაკლი ვაჩიბერაძემ.

მთავარი