ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:
“მაღაზია გამიხსნეს ქვევით. ყავა ვიყიდე ამასწინათ. დიდებული აღმოჩნდა. ჩაიდნის ჯერკიდევ მოუშუშებელ ტრავმაზე გიყვებოდით, მეორე დღეს რომ აღარ დამხვდა, ხოდა ღამე შემიპყრო ღელვამ, ვაითუ ეს ყავაც, ამ მაღაზიაშიც, ასე გადასარევი და ასეთ კარგ ფასად ერთჯერადად გაყიდეს და აღარ იყოსმეთქი. ის ღამე ტანჯვით გავათენე, თითქმის არ მიძინია. დილასვე შევვარდი გასტრონომში, გამარჯობაც არავისთვის მითქვამს, თაროსთან მივიჭერი და ამოვისუნთქე, – ჯერ კიდევ არის, აქაა… ჩავბღუჯე ექვსი კოლოფი, გულში ვიხუტებდი, აკანკალებული ხელებიდან მიცვიოდა, იატაკიდან ვკრეფდი, ისევ ვიხუტებდი, ძლივს ვიმაგრებდი ხელებში და ვერ ვხედავდი ირგვლივ რა ხდებოდა, მხოლოდ საკუთარი გულისცემაღა მესმოდა, როცა პირბადის ზევით ჩემი შიშისგან დამრგვალებული თვალები მაღაზიის თანამშრომელი ბიჭის პირბადის ზევით ულამაზეს, ლივლივა, მშვიდ თვალებს შეხვდა. იდგა ასე ღმერთივით, ლამაზი, უდრტვინველი და კიდევ რამე ხომ არ გნებავთო, მეკითხებოდა თავისი წყნარი, მშვენიერი ხმით. ეს ყავა აქ ხომ სულ იქნება? ხომ არ გათავდება, ხომ ყოველთვის იქნებამეთქი, ვეკითხებოდი ჩქარ-ჩქარა და შეუჩერებლად და კიო, სულ იქნებაო… სულ.. სულ იქნებაო… ჩამეღვარა ბგერები სულში მზედ, სითბოდ, ნუგეშად.
ხოდა ეს ბიჭი მინდა პრეზიდენტად.”

