საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მასპინძელ სტადიონზე 13 ოქტომბერს ივარჯიშა. სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. მატჩამდე 24 საათით ადრე ჩვენმა გუნდმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.
სომხეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილ შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილი მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. ყვითელი ბარათების გამო განაცხადში არ იქნება აგრეთვე გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.