“ოცნების” დეპუტატი გაიტაცეს, მაგრამ მან თავს გაქცევით უშველა

"ოცნების" დეპუტატი გაიტაცეს, მაგრამ მან თავს გაქცევით უშველა20 ოქტომბერს სოფელ ლეთეთში ქარელის საკრებულოს წევრი ზურაბ ახმედოვი გაიტაცეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ზურაბ ახმედოვი სავარაუდოდ, საკუთარი მანქანით გაიტაცეს. თუმცა “ოცნების” დეპუტატმა თავს გაქცევით უშველა.

წყარო “მთავარს” უყვება, რომ “ოცნების” დეპუტატს რამდენიმე ნიღბიანი პირი თავს დაესხა.

თავად დეპუტატი დუმს, ინფორმაციას უარყოფენ ახმედოვის ოჯახის წევრებიც, თუმცა, მეზობლები ყვებიან, რომ მოლაპარაკებების შემდეგ გამტაცებლებმა მანქანა სოფელ ხცისთან დატოვეს.

გატაცების მოტივი უცნობია –  შესაძლოა, მომხდარი მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდეს და თავდამსხმელებს ფულის გამოძალვა სურდათ.

შსს დეპუტატზე თავდასხმას ადასტურებს, მაგრამ უწყებაში განმარტავენ, რომ არა დეპუტატი, არამედ მისი ავტომანქანა გაიტაცეს. ავტომანქანის გატაცების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 179-ე მუხლის მეორე ა) და ბ) ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით.

მთავარი