პროკურორი – “ნატალია ილიჩოვას კაბინეტიდან 200.000 მასშტაბის 1937-38 წლების რუკა ამოიღეს”

პროკურორი - "ნატალია ილიჩოვას კაბინეტიდან 200.000 მასშტაბის 1937-38 წლების რუკა ამოიღეს"პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა განზრახ დაუმალეს.

პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტები გამოძიებამ ბრალდებულების სამუშაო ოთახებსა და მათ ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღო.

„ჩატარდა ჩხრეკები ორივე ბრალდებულის სამუშო ოთახებში და შესაბამისად, მათ ბინებში. ბრალდებული ნ.ი-ს პირადი კაბინეტიდან ამოღებულია 1:200 000 მასშტაბის 1937-1938 წლებით დათარიღებული რუკის დედანი. ეს გახლავთ ის რუკა, რომელიც ასახავდა საქართველოს ისტორიულ საზღვარს და ყველაზე რელევანტური დოკუმენტი იყო დელიმიტაციის პროცესში. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულები ინფორმირებულები იყვნენ ამ რუკის თაობაზე, რომ დედანი მათთვის ხელმისაწვდომი იყო და განზრახ უმალავდნენ კომიისიის დანარჩენ წევრებს ამ ინფორმაციებს. თითქმის 20 წლის მანძილზე, ეს რუკა პირადად ილიჩოვასთან ინახებოდა, თუმცა კომისიის წევრთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ ეს რუკა არ გამოიყენეს და აპელირებდნენ, რომ ეს რუკები არ არსებობდა საქართველოში. რაც შეეხება ი.მ-ს, მის პირად სამუშაო კაბინეტში ჩატარდა ჩხრეკა, გამოძიების პირველ ეტაპზე, ბრალდებულმა არ გადასცა 1970-80-იან წლების ბოლოს გამოშვებული ის რუკები, რომლითაც რეალურად ხელმძღვანელობდა ბრალდებული საზღვრის გავლების პროცესში. მას შემდეგ, რაც ჩხრეკა ჩატარდა სამუშაო კაბინეტში, შემდეგ იქნა აღმოჩენილი ეს რუკები. ორივე ბრალდებულმა განზრახ დაუმალა გამოძიებას ეს მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა“, – განაცხადა პროკურორმა.

იპნ