ქართველმა მამაკაცმა პარიზის ცენტრში სვასტიკები დახატა

ქართველმა მამაკაცმა პარიზის ცენტრში სვასტიკები დახატასაფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოში 1989 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელმაც პარიზის ცენტრში მდებარე შენობაზე ნაცისტური სიმბოლოები დახატა.

ფრანგული მედიის ცნობით, მამაკაცმა რივოლის ქუჩაზე მდებარე შენობის სვეტებზე 20-მდე ნაცისტური სვასტიკა გამოსახა.

ფაქტს პარიზის მერია და პირადად საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი გამოეხმაურნენ.

„ამ აუტანელი შეტყობინების პრევენცია უსაფრთხოების სამსახურის მისიაა. დასუფთავების ჯგუფები დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან ყველა ნაკვალევის გასაქრობად“, – დაწერ პარიზის მერიამ ტვიტერზე.

ამავე სოციალურ ქსელში, საფრანგეთის შს მინისტრმა მომხდარს „ნაცისტების უგუნური ქმედება უწოდა“ და პოლიციას რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრაიმტაიმი