რუსეთში კანონიერი ქურდი როლანდ ჩიკვაიძე მოწამლეს

რუსეთში კანონიერი ქურდი როლანდ ჩიკვაიძე მოწამლესომსკის ციხეში გავლენიანი „კანონიერი ქურდის“, კახა ფარფალიას ბუნდოვანი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთში ასევე ბუნდოვან ვითარებაში კიდევ ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“, როლანდ ჩიკვაიძე გარდაიცვალა.

65 წლის ჩიკვაიძეს კრიმინალურ წრეებში „როლანდ ქუთაისკის“ სახელით იცნობდნენ.

ის 10 ოქტომბერს, პეტერბურგის საავადმყოფოში მწვავე სეფსისით შეიყვანეს, რომელიც მომწამლავი ინექციით იყო გამოწვეული. ექიმებმა ჩიკვაიძის გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ქართველი „კანონიერი ქურდი“ ინექციის გზით მოწამლეს.

ცნობილია, რომ როლანდ ჩიკვაიძეს მწვავე კონფლიქტი ჰქონდა ე.წ. „დედ ჰასანის“ კლანთან. გარდა ამისა, მას ქურდულ სამყაროში პირადი მტრებიც ჰყავდა.

ჩიკვაიძე „კანონიერი ქურდის“, ბაიკო ქუთათელაძის უახლოეს გარემოცვად მიიჩნეოდა. ჯერ კიდევ 1999 წელს, ერთ-ერთ შეხვედრაზე როლანდ ჩიკვაიძემ ცეცხლსასროლი იარაღით ხერხემალში დაჭრა კრიმინალური „ავტორიტეტი“ დავით სებისკვერაძე, რომელსაც ბაიკო ქუთათელაძესთან დიდხნიანი მტრობა ჰქონდა.

მას შემდეგ სებისკვერაძე ეტლს არის მიჯაჭვული.

პრაიმტაიმი