რუსთავში მტკვარში, რესტორან მონოპოლთან, მოზარდს ეძებენ

რუსთავში მტკვარში, რესტორან მონოპოლთან, მოზარდს ეძებენრუსთავში, რესტორან ,,მონოპოლის” მიმედებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ.

საძიებო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები არიან ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი 2 მეგობართან ერთად იყო, როდესაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.