საბურთალოზე მეზობლებმა ერთმანეთი დაჭრეს

საბურთალოზე მეზობლებმა ერთმანეთი დაჭრესსაბურთალოზე ინციდენტი მოხდა​. კარტოზიას ქუჩის ორ ნომერში ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ. “კურიერის” ინფორმაციით, გამოყენებული იყო ცივი იარაღი. ერთ-ერთმა პირმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ერთ-ერთ პირს მსუბუქი დაზიანება მხარის არეში აქვს მიყენებული.

სისხლის კვალი სადარბაზოსთან ამ დრომდე ჩანს.

მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კონფლიქტის მიზეზი უცნობია. დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია.

რუსთავი 2