საფრანგეთის 4 ქალაქში ბარები და რესტორნები იხურება

საფრანგეთის 4 ქალაქში ბარები და რესტორნები იხურებასაფრანგეთის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ქვეყნის კიდევ ოთხ ქალაქში ამკაცრებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელია მაღალია.

BBC-ის ინფორმაციით, ქალაქებში ლიონში, ლილში, გრენობლსა და სენტ-ეტიენში შაბათს განგაშის მაქსიმალური დონე გამოცხადდება და ბარები და რესტორნები დაიხურება.

საფრანგეთი განგაშის მაქსიმალურ დონეს იმ ზონებში აწესებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100.000 მოსახლეზე 250-ს აჭარბებს და რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლების მინიმუმ 30% კოვიდინფიცირებულ პაციენტებს უკავია.

აღსანიშნავია, რომ ბარები და რესტორნები პარიზში მიმდინარე კვირის დასაწყისიდან, მარსელში კი სექტემბერში დაიხურა.

იპნ