საფრანგეთში 1 დღე-ღამეში 30.621 ადამიანი დაინფიცირდა კოვიდ 19-ით

საფრანგეთში 1 დღე-ღამეში 30.621 ადამიანი დაინფიცირდა კოვიდ 19-ითსაფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30.000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში აღრიცხულია ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციით დაავადების 30.621 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 88 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 33.125 შეადგინა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყნის რვა ქალაქში და მათ შორის პარიზში, ღამით კომენდანტის საათი იმოქმედებს.

პირველი არხი