საქართველოს ისტორიული გამარჯვება – ევროპირველობის ფინალურ ტურნირამდე 1 ნაბიჯი დარჩა

საქართველოს ისტორიული გამარჯვება - ევროპირველობის ფინალურ ტურნირამდე 1 ნაბიჯი დარჩასაქართველო – ბელარუსი 1:0

გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (07. პენალტი)

08.10.2020. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენა“

საქართველო: ლორია – კაკაბაძე (82. ტაბიძე), კაშია, კვირკველია, დვალი – კანკავა, კვეკვესკირი – კვარაცხელია (90. ლობჟანიძე), კიტეიშვილი (65. გვილია), ყაზაიშვილი (82. შენგელია) – ოქრიაშვილი (90. ქვილთაია)

სათადარიგოები: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, , კაჭარავა, გრიგალავა, აბურჯანია, ჯიღაური

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ბელარუსი: ხაცკევიჩი – ზოლოტოვი, მარტინოვიჩი, ნაუმოვი, ბორდაჩოვი (73. პეჩენინი) – ბახარი (63. პოდსტრელოვი), იაბლონსკი (63. სკავიში), ებონგი, ნეხაიჩიკი – ლისაკოვიჩი (70. ლაპტევი), ხაჩატურიანი (46.მაევსკი)

სათადარიგოები: გუტორი, იგნატოვიჩი, , პოლიაკოვი, გრომიკო, ი, იუზეპჩუკი, საჩიჩკო, სტასევიჩი

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მარხელი

მთავარი არბიტრი: ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)

გაფრთხილებები: ნაუმოვი (33), კვეკვესკირი (38), კანკავა (52), ყაზაიშვილი (69), ქვილითაია (90+3)

საქართველოში არსებული ეპიდემოლოგიუფრ ვითარების გამო, მაყურებელთა თავშეყრა მიზანშეუწონლად ჩაითვალა და ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი უმაყურებლოდ გაიმართა, რაც ჩვენი ნაკრების საშინაო „კედლების“ ძალას ამცირებდა, მაგრამ გულშემატკივრები სტადიონის გარშემო შეიკრიბნენ და გუნდი მარტო არ დატოვეს. გუნდის ავტობუსს სტადიონის შესასვლელში ქართული სპორტის ქომაგები დახვდნენ და ფოიერვერკებითა და შეძახილებით გაამხნევეს, მატჩის დროს კი სტადიონის გარე ტერიტორიიდან მათი მხარდასაჭერი შეძახილები ისმოდა.

წინასწარ ვიცოდით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე და დათა ხოჭოლავა დაგვაკლდებოდა. მოულოდნელი აღმოჩნდა ვლადიმირ ვაისის არჩევანი – გამსაკუთრებით, ძირითადში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე შემტევი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის გამწესება.

ამ ნერვიულობასა და მოლოდინში თამაში დაიწყო. ამინდი ისეთი იყო, საფეხბურთო რომ ეთქმის. პირველი სახიფათო შეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო, კარის წინ თორნიკე ოქრიაშვილს უპასა, მაგრამ მან მახვილი კუთხიდან მეკარეს ვერ აჯობა. უკვე მე-7 წუთში კვარაცხელიას გადაცემით მეკარესთან პირისპირ რჩებოდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ევგენი იაბლონსკიმ წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად ოქრიაშვიოლმა უნაკლოდ შეასრულა 1:0.

საქართველოს ნაკრები უპირატესობის მოპოვებას და ბურთის კონტროლს ცდილობდა, სტუმრები კი მიზნის მიღწევას სწრაფი კონტრშეტევებით აპირებდნენ. მე-15 წუთზე სტუმართა ცუდი გადაცემის შემდეგ ბურთი ოქრიაშვილმა მოიპოვა – გატანის შანსი იყო, თორნიკემ კართან ახლოს კვარაცხელიას უპასა, მაგრამ მცველი გადაეფარა და მომენტი დაიკარგა.

გატანილი გოლის შემდეგ ბელარუსებმა აქტიური თამაში დაუწყეს და პირველი მომენტი მე-19 წუთზე ჩვენების შეცდომის შემდეგ შექმნეს, დაკარგული ბურთი საჯარიმოსთან ივან ბახარმა მიიღო და ძლიერად დარტყა, თუმცა, მიზანს საკმაო მანძილით ააცილა.

დაახლოებით 10-წუთიანი „ჩაძინების“ შემდეგ ჩვენებმა ისევ აქტიური შეტევა სცადეს, 33-ე წუთზე კვარაცხელიამ შეტევა საჯარიმოში ვაკო ყაზაიშვილს გაუგრძელა, რომელმაც კარში დაარტყა, მაგრამ მეკარეს მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. ტაიმი კი ჩვენებმა 1:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში ბელარუსების მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ მარხელმა ტაქტიკური ცვლილება განახორციელა და თავდამსხმელის, ანდრეი ხაჩატურიანის ნაცვლად საყრდენი ივან მაევსკი შიყვანა.

ჩვენებმა აქტიურად დაიწყეს და 48-ე წუთზე ისევ ოქრიაშვილს შეეძლო გატანა, რომელიც ოთარ კაკაბაძემ საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მოძებნა, მაგრამ მეკარე ეგორ ხაცკევიჩმა ბურთი დაამიწა და გუნდი გადაარჩინა.

თამაში უფრო და უფრო სანერვიულო ხდებოდა. 63-ე წუთზე სტუმართა მწვრთნელმა შეტევების გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა. ერთ წუთში ერთ-ერთ ახლადშესულ დმიტრი პოდსტრელოვს მომენტუც ჰქონდა, მაგრამა ახლოდან ვერ გაიტანა და ჩვენი ნაკრები გადარჩა.

ამის შემდეგ ჩვენი ნაკრების კონტრშეტევას ოქრიაშვილი აგვირგვინებდა და მიზანს ოდნავ ააცილა. თამაში შედარებით გაიხსნა. ერთ წუთში კი ახლადშესულ ვაკო გვილიას დარტყმა მეკარემ მოიგერია და სტუმრები გადაარჩინა. მე-80 წუთზე ჯარიმა კვარაცხელიამ შეასრულა და მეკარემ ისევ საიმედოდ ითამაშა. 85-ე წუთზე ჩვენი მცველების ზურგსუკან დენის ლაპტევი გაიხსნა და კიდევ კარგი, არაზუსტად დაარტყა – გადავრჩით!

ვლადიმერ ვაისმა ბოლო ცვლილებები განახორციელა, რომ დასვენებულ მოთამაშეებს ბოლო წუთებში ბელარუსების შეტევებისთვის გაეძლოთ და კონტრშეტევები წამოეწყოთ.

ბოლო წამები – შეტევაში ბელარუსის ცენტრალური მცველებიც ჩაერთვნენ. ორი საკმაოდ უსიამოვნო შეტევა წამოიწყეს – უშედეგოდ.

და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა – ეს ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით 1:0 დასრულდა, რომელიც 12 ნოემბერს საშინაო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებების წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

პირველი არხი