“შენს ტრაკს მიხედე, შე ნაბიჭვარო!” – რა უთხრა ნიომმა კუმანს

"შენს ტრაკს მიხედე, შე ნაბიჭვარო!" - რა უთხრა ნიომმა კუმანსცნობილი გახდა, თუ რა უთხრა “ხეტაფეს” მცველმა ალან ნიომმა “ბარსელონას” მწვრთნელ რონალდ კუმანს ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩისას.

კატალონიის რადიო ირწმუნება, რომ ნიომმა კუმანს ნაბიჭვარი უწოდა, “ერთ ადგილას” გააგზავნა და ურჩია, საკუთარი უკანალისთვის მიეხედა.

ჯერ უცნობია, უჩივლებს თუ არა ფეხბურთელს “ბარსა”. კლუბს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

პირველ ტაიმში ნიომმა სახეში იდაყვი ჩაარტყა “ბარსელონას” თავდამსხმელ ლეო მესის, რისთვისაც მსაჯს არც კი გაუფრთხილებია. მეორე ტაიმში ნიომმა უხეშობა განაგრძო და ერთ მომენტში ანსუ ფატი საჯარიმოში წააქცია, მაგრამ მსაჯმა მას ესეც აპატია. მართალია, შემდეგ მან გაფრთხილება მაინც მიიღო, მაგრამ ეს მცირე სასჯელი იყო იმისთვის, რასაც ნიომი მატჩის განმავლობაში აკეთებდა.
ნამატჩევს კუმანმა თქვა, რომ ნიომმა ისეთი რამეები უთხრა, რისი გამეორებაც არ შეუძლია.

სპორტალი