“თავდამსხმელი ცხენით სვანეთში გადავიდა” – რას უყვება “მთავარ არხს” წყარო

"თავდამსხმელი ცხენით სვანეთში გადავიდა" - რას უყვება "მთავარ არხს" წყაროსამხარეო პოლიციის დეპარტამენტი ზუგდიდში ცოტა ხნის წინ დატოვა შს მინისტრმა, “მთავარმა” კი აუდიოჩანაწერი მოიპოვა, რომელიც ბანკშია ჩაწერილი მას შემდეგ, რაც თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა ავთანდილ გალდავამ მიუტანა.

ჩანაწერში ისმის, რომ თავდამსხმელი 5 მძევლის წაყვანას ითხოვდა, სამხარეო პოლიციის უფროსი კი სთხოვს, სამი ან ოთხი კაცი წაიყვანოს, რადგან “ამდენს ფიზიკურად ვერ წაიყვანს”

“არავის არაფერი არ უნდა დაუშავდეს და თუ დაუშავდება, შენ იქნები პასუხისმგებელი!” – მიმართავს სამხარეო პოლიციის უფროსი თავდამსხმელს, რის პასუხადაც ის ეუბნება:

“კარგი, ნუ ყვირიხარ!”
მთავარ არხს წყარო უყვება, რომ  მძევლების გათავისუფლება არა სოფელ კირცხთან არამედ, სულ  სხვა მარშრუტით მოხდა. მისივე ინფორმაციით, გამტაცებელმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უკვე დიდი ხანია დატოვა და მეტიც, ის საქართველოს კონტროლირებად ტერიროტიაზე აღარ იმყოფება.

წყარო გვიყვება მარშრუტს რომლითაც გამტაცებელმა მშვიდად შეძლო აღებულ ფულთან ერთად მიმალვა – სოფელი მუხურა და მდინარე ლუგელა ეს ის ადგილებია საიდანაც, წყაროს თქმით, გამტაცებელმა ზუგდიდის რაიონი დატოვა და, სავარაუდოდ, ცხენით სვანეთში გადავიდა.

მთავარი