თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ქალის ცხედარი იპოვეს 

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ქალის ცხედარი იპოვეს დღეს, გამთენიისას მოქალაქეებმა სამტრედიის ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვნეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. გარდაცვლილი სავარაუდოდ შუა ხნის ქალია, შემთხვევის ადგილას არ არის სისხლის კვალი.

არსებული ინფორმაციით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. გარდაცვლილი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.