თბილისში ტერაბანკის ფილიალში პირი შეღწევას ცდილობდა

თბილისში ტერაბანკის ფილიალში პირი შეღწევას ცდილობდაგუშინ, 25 ოქტომბერს თბილისში, ვირსალაძის ქუჩაზე “ტერაბანკის” ერთ-ერთი ფილიალში სპეციალური ხელსაწყოებით შეიარაღებული პირი შენობაში შეღწევას ცდილობდა.

თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მან ვერაფრის წაღება ვერ შეძლო.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მთავარი