თბილისში, თოიძის 35-ში, ხელყუმბარა იპოვეს

თბილისში, თოიძის 35-ში, ხელყუმბარა იპოვესთბილისში, თოიძის 35 ნომერში, ხელყუმბარა იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინეს.

ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

მთავარი