ტრამპი – “ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად”

ტრამპი - "ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად"აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს თეთრი სახლიდან მიმართა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს. იტყობინება BBC.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად.

მისი თქმით, ამერიკელი მეცნიერები და მედიცინის წარმომადგენლები „ჩინურ ვირუსს ამოძირკვავენ“.

დონალდ ტრამპი კოვიდდიაგნოზის შემდეგ პირველ საჯარო ღონისძიებას მართავს.

ერთი კვირა გავიდა, რაც აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ მას კოორნავირუსი აქვს. გუშინ კი აღნიშნა, რომ ტესტის ახალ პასუხს ელოდება.

აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია საჯარო საქმიანობას უსაფრთხოდ დაუბრუნდეს.

6 ოქტომბერს საავადმყოფოში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თეთრ სახლში დაბრუნდა.

იმედინიუსი