ვახო ჩიქოვანის დედა – “ვახოს ეგრევე კრამიტი მოხვდა თავში. დაგდებულზე მოხვდა დანის ტარი”

ვახო ჩიქოვანის დედა - "ვახოს ეგრევე კრამიტი მოხვდა თავში. დაგდებულზე მოხვდა დანის ტარი"გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის დედა “კურიერთან” ალაპარაკდა. ვახო ჩიქოვანის დედა 18 ივნისის ღამის იმ დეტალებზე საუბრობს, რაზეც მისი შვილი ამ დრომდე დუმილს ამჯობინებს.

ნინო გოგილაშვილი დარწმუნებულია, რომ მის შვილს ნარეკვავში ქათამაძეც და ახვლედიანიც გაუსწორდნენ. ჩიქოვანს დაზიანება თავის არეში, კრამიტის გარდა, დანის ტარით აქვს მიყენებული, თუმცა დანა საქმის მასალებში არ ფიგურირებს. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ვახო ჩიქოვანს მისი მეგობარი აკაკი ქვრივიშვილი გადაეფარა, ვახო ახვლედიანის თეთრ პერანგზე კი სწორედ ჩიქოვანის სისხლის ლაქა ჩანს.

“რომ გადმოვიდნენ, ვახოს ალბათ თავის მცემელებზე ჰქონდა ალბათ უფრო აგრესია, რო დაინახა ვინც სცემა. იმიტომაც შეიძლება ურეკავდა ქათამაძეს”, – აცხადებს ბრალდებულის დედა.

ჩიქოვანის დედა გიორგი ქათამაძესთან მისი შვილის სატელეფონო ზარს აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს, მისი თქმით ბრალდებულს ავტომაგისტრალზეც სწორედ იმ პირების მისამართით ჰქონდა აგრესია, ვისთანაც დაპირისპირება მოუვიდა. დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა აგარაკზე ნ.ხ.-ს დაცვა სცადა, სწორედ ამიტომ მას რამდენიმე პირი თავს დაესხა

“მივიდა, მიიწია, დავილაპარაკოთ, რატომ სცემთ და ეგრევე კრამიტი მოხვდა თავში. დაგდებულზე მოხვდა დანის ტარი,” – განაცხადა ნინო გოგილაშვილმა.

ვახო ჩიქოვანის დედა ამბობს, რომ ტოიოტას ყველა მგზავრი მცხეთაში მას შედეგ წავიდა, რაც არასრულწლოვანმა ლ.შ.-მ ნიკა ჟვანიას დაურეკა და დახმარება სთხოვა.

რუსთავი 2