ვინ არიან ათენში ქართველი დედა-შვილის მკვლელი პაკისტანელები – ახალი დეტალები

ვინ არიან ათენში ქართველი დედა-შვილის მკვლელი პაკისტანელები - ახალი დეტალებიგავრცელდა კადრი, თუ როგორ გადაჰყავთ პოლიციელებს პაკისტანის მოქალაქეები, რომლებმაც 13 წლის წინ, ათენში, კერძოდ, პეტრალონაში, ქართველი დედა-შვილი სასტიკად მოკლეს და ცხედრები დაანაწევრეს.

ასევე ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჰყვება, რომ 21 წლის ანი და მისი დედა პაკისტანელი მამაკაცის კაფე-ბარში იყვნენ დასაქმებულები. სა­ლა­რო­სთან გოგონა მუშაობდა, ხოლო დედა მე­ნე­ჯე­რი იყო. ერთ-ერთ სამუშაო დღეს ანი კაფეში არ მივიდა, შემდეგ ქალს დაურეკეს და უთხრეს, რომ მის შვილს პრობლემა ჰქონდა და ისიც, ცხადია, იმ წუთასვე წავიდა მის დასახმარებლად. სწორედ ამის შემდეგ არცერთი აღარავის უნახავს.

ქალბატონის ცნობით, პოლიციამ დიდი ხნის მანძილზე იცოდა, ვარაუდის დონეზე მაინც, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელი, სწორედ ამიტომ გაოგნებულია, თუ რატომ დასჭირდა ამ საქმის გახსნას 13 წელი. მოკლული ქალის და ხელს თავიდანვე ადებდა პაკისტანელს და აცხადებდა, რომ ის იყო დედა-შვილის გაუჩინარების საქმეში გარეული, თუმცა, გამოძიება ამ კუთხით, როგორც ჩანს, არ წასულა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, პაკისტანელ მამაკაცსა და ქართველ ქალს შორის კონფლიქტი ფულის გამო მოხდა, რადგან კვების პაკისტანური ობიექტის გახსნას გეგმავდნენ და ეჭვი ეპარება, რომ დედა-შვილი დამნაშავეს თანხას სძალავდა.

პაკისტანელებმა პეტრალონაში მდებარე ბინაში 21 წლის ანი და მისი დედა 2007 წელს მოკლეს, ხოლო შემდეგ ცხედრები დაანაწევრეს და სხვადასხვა ურნებში ჩაყარეს, კვალის დასაფარად. ბრალდებულის განმარტებით, მკვლელობა მსხვერპლთა მხრიდან შანტაჟის გამო ჩაიდინა, თუმცა, ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება.

გეორგიანს გრ