ზუგდიდელი თავდამსხმელი ნიკა გვარამიას დაუკავშირდა

ზუგდიდელი თავდამსხმელი ნიკა გვარამიას დაუკავშირდაზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას დაუკავშირდა, რის შემდეგაც მისი მოთხოვნები, ერთ-ერთი მძევლის საშუალებით ამავე არხის ეთერში გაჟღერდა.

კითხვაზე – თუ რატომ დაუკავშირდა ის ნიკა გვარამიას, გამტაცებელი პასუხობს:

„იმიტომ რომ მეც არ მინდა მსხვერპლით დასრულდეს. მხოლოდ თანხის უსაფრთხოდ გატანას ვითხოვ. გვარამიასთან დაკავშირება გადავწყვტე, რაც სამართალდამცველებმა ჩემს მოთხოვნებზე რეაგირება არ მოახდინეს, არ მოხსნეს სპეცრაზმი. მე მოთხოვნებს ვაყანებ ბანკში შემოსვლის პირველივე წუთებიდან“, – ამბობს თავდამსხმელი ერთ-ერთი მძევლის პირით.

ნიუპოსტი