17 წლის გოგონა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს

17 წლის გოგონა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვესმარნეულში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, 17 წლის გოგო დაიღუპა.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა აბაზანაში იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, აბაზანაში წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული და უბედური შემთხვევაც ამან გამოიწვია.

ადგილზე დღეს ექსპერტ -კრიმინალისტებმა იმუშავეს.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მთავარი