ადვოკატი – “ძმებ შუკაკიძეებს ნიკა მელიას ოფისი არ დაუწვავთ”

ადვოკატი - "ძმებ შუკაკიძეებს ნიკა მელიას ოფისი არ დაუწვავთ"ცხრაწლიანი რეჟიმის დროს ძალიან ბევრი ადამიანი არის მათზე განაწყენებული. გამორიცხული არ არის და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ფაქტი ან თვითდაგეგმილია, ან რიგითმა ადამიანმა გაბრაზების ნიადაგზე ჩაიდინა აღნიშნული, – ამის შესახებ ნოდარ და ლევან შუკაკიძეების ადვოკატმა, ია გაბედავამ განაცხადა.

ნიკა მელიას მტკიცებით, შუკაკიძეებმა გლდანში მისი საარჩევნო შტაბი გადაწვეს.

„გუშინ ნიკა მელიას ოფისი. აღნიშნულ ოფისში როგორც თავად მელიამ აღნიშნა, კამერები არ გახლდათ, თუმცა მათ ყველა დანარჩენ ოფისში განთავსებულია ეს კამერები. ნიკა მელიამ გუშინ დაადანაშაულა კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და ძმები შუკაკიძეები. მან ისინი უწესო ადამიანებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ლევან შუკაკიძე მითითებებს აძლევს კალაძეს და კობიაშვილს. ბუნებრივია ამისათვის საჭიროა მტკიცებულებები. მელიამ სახალხოდ, ყოველგვარი მტკიცებულებეის გარეშე განაცხადა, რომ მათ ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული.

ნიკა მელიამ ასევე გააჟღერა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებამდე ნოდარ შუკაკიძე საბერძნეთის ციხიდან ჩამოვიდა და საქართველოში იმყოფებოდა. ჩვენ გვაქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ნოდარ შუკაკიძეს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება და ციხეზე მკურნალობას გადის, ის სამჯერ იყო გადაყვანილი საავადმყოფოში.

9-წლიანი რეჟიმის დროს ძალიან ბევრი ადამიანი არის მათზე განაწყენებული და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ფაქტი ან თვითდაგეგმილია, ან რიგითმა ადამიანმა გაბრაზების ნიადაგზე ჩაიდინა აღნიშნული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ამ ფაქტთან შემხებლობა არ აქვს, არავისთვის დავალება არ მიუცია და არავისთან კონტაქტი არ აქვს.

კალაძეს და კობიაშვილს რომ შევეკითხე, ამ ადამიანს მხოლოდ ტელევიზორიდან იცნობენ“, – განაცხადა ია გაბედავამ.

იპნ