”ალტერნატივას” ხელმძღვანელ ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

”ალტერნატივას” ხელმძღვანელ ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყობათუმში, მოძრაობა ”ალტერნატივას” ხელმძღვანელის, ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც  დაზარალებული პირის მიმართ ძალადობას ან ცემას გულისხმობს.

ბერიძე და მისი ადვოკატი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ  პოლიტიკური დევნა დაიწყო.

საქმე ეხება 19 ნოემბერს ქართული ოცნებისა და ალტერნატივას აქტივისტებს შორის დაპირისპირებას, რომელიც ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.

მოძრაობის წევრები “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი მანველიძის საცხოვრებელ სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრების შეურაცხმყოფელ ბანერს აპროტესტებდნენ, რომელიც მანველიძის საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოფინეს.

“ალტერნატივას” წევრებს ადგილზე კონტრაქცია დახვდათ. “ქართული ოცნების” აქტივისტები და მოძრაობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ ხათუნა ბერიძემ პოლიციის სამმართველოდან უწყება მიიღო. იგი აჭარის მთავარ სამმართველოში სამ საათზე მეტ ხანს იკითხებოდა. მუხლი კი, რომლითაც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ჯარიმას ან ერთ წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი