აშშ – ტრამპი ამბობს, რომ გაიმარჯვა, ლიდერობს ბაიდენი

აშშ - ტრამპი ამბობს, რომ გაიმარჯვა, ლიდერობს ბაიდენიაშშ-ში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების გაყალბება მოხდა.

„ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ არჩევნებში გავიმარჯვეთ. მილიონობით ადამიანმა მოგვცა ხმა. უცებ კი ყველაფერი გაუქმდა. ეს არის ამერიკელი ხალხის მოტყუება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაბრკოლების შექმნა,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.

გამარჯვებისთვის აუცილებელია ამომრჩეველთა კოლეგიის მინიმუმ 270 ხმის მიღება.

ამ დროისთვის ჯო ბაიდენი ლიდერობს 238 ხმით. ტრამპს 213 ხმა აქვს.