ბაიდენმა ტრამპს ჯორჯიასა და პენსილვანიაშიც გადაასწრო

ბაიდენმა ტრამპს ჯორჯიასა და პენსილვანიაშიც გადაასწროაშშ-ში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა.

ჯორჯიის შტატში, რომელშიც დიდი ხნის მანძილზე პრეზიდენტი ტრამპი ლიდერობდა, დათვლილია ხმების 99%.

ამ დროისთვის ბაიდენმა გადაასწრო ტრამპს. მას 2.449.590 ხმა აქვს, ტრამპს კი – 2.448.492 ხმა. განსხვავება სულ 1.098 ხმას შეადგენს.

ჯორჯიაში გამარჯვებას ამომრჩეველთა კოლეგიის 16 ხმა მოაქვს.

შეიცვალა ვითარება პენსილვანიის შტატშიც, სადაც ასევე ტრამპი ლიდერობდა დიდი ხნის მანძილზე.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 98%.

ბაიდენს მხარს უჭერს 3.297.614 ამომრჩეველი, ტრამპს კი – 3.290.788. განსხვავება 6.826 ხმაა.

პენსილვანიის მოგებას 20 ხმა მოაქვს.

ბაიდენს კოლეგიის 264 ხმა აქვს, ტრამპს – 214.

საბოლოო გამარჯვებისთვის, ანუ 270 ხმის მოსაგროვებლად, ბაიდენს 6 ხმა სჭირდება, ტრამპს – 56.