ბანკზე თავდამსხმელი დააკავეს – ყველა მძევალი თავისუფალია

ბანკზე თავდამსხმელი დააკავეს - ყველა მძევალი თავისუფალიათავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

გათავისუფლებულია ყველა მძევალი.

“ღონისძება წარმატებით დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებზე მოგახსენებთ მოგვიანებით”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „ემ – ბი – სი“ რამდენიმე საათის წინ პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელს 11 მძევალი ჰყავდა.