დიეგო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო მარადონა გარდაიცვალასულ ცოტა ხნის წინ დიდი არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ის 60 წლის იყო. ამ დროისთვის დეტალები ცნობილი არ არის.

მარადონა მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილეა. 1986 წლის ჩემპიონი და 1990 წლის ვიცე-ჩემპიონი. რიგი გამოკითხვების მიხედვით, მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.

ბოლო პერიოდში ის იყო კლუბ „ხიმნასიას“ მწვრთნელი. 4 ნოემბერს მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, რის გამოც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.