ესპანეთში იანვრიდან კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაცია დაიწყება

ესპანეთში იანვრიდან კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაცია დაიწყებაესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იანვარში დაიწყება და უფასო იქნება. ამ ინფორმაციას ესპანური მედი ავრცელებს.

ესპანეთის ხელისუფლებამ ვაქცინის შესაძენად მილიარდი ევრო უკვე გამოყო და 2021 წლის დასაწყისში ის კომპანია Pfizer-ის ვაქცინის 20 მილიონ დოზას შეიძენს. ამასთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ესპანეთსა და AstraZeneca-ს შორის კანდიდატი ვაქცინის 31 მილიონი დოზის შესყიდვაზე.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, თავდაპირველად ვაქცინაცია იმ პირებს ჩაუტარდებათ, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან, შემდეგ კი მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. პრემიერი იმედოვნებს, რომ 6 თვეში ესპანეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ვაქცინაცია განხორციელდება.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ესპანეთი საფრანგეთის შემდეგ მე-2 ადგილზეა ევროპაში. ქვეყანაში ვირუსის 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 42 600 ადამიანი ემსხვერპლა.

იპნ