გერმანიაში საშობაოდ შეზღუდვები შემსუბუქდება

გერმანიაში საშობაოდ შეზღუდვები შემსუბუქდებაგერმანიის 16 ფედერალური რეგიონი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შობისა და ახალი წლის განმავლობაში შემსუბუქებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კერძოდ, რეგიონების ლიდერებსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში დასაშვები გახდება 10-მდე ადამიანის თავშეყრა, რათა ოჯახებმა და მეგობრებმა შობა და ახალი წელი ერთად იზეიმონ.

აღსანიშნავია, რომ რეგიონების ლიდერები და ანგელა მერკელი შეხვედრის გამართვას დღესაც გეგმავენ. ბერლინის მერის მაიკლ მიულერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმების დამტკიცება მოხდება.

გერმანიაში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 13 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 942 687-მდე გაიზარდა, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 14 000-ს აჭარბებს.

იპნ