გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ

გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ„გიორგი რურუაზე საპატიმროში თავდასხმა განხორციელდა“, – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში გააკეთა.

„თავს უკნიდან დაესხა პატიმარი, როდესაც გიორგი რურუა ადვოკატთან შეხვედრაზე მიდიოდა. იგი სამარტოო საკანშია, ამიტომ თავდასხმა დერეფანში მოხდა. ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.