იტალიაში ქართველი მამაკაცი ქალის დახრჩობის მცდელობისთვის დააკავეს

იტალიაში ქართველი მამაკაცი ქალის დახრჩობის მცდელობისთვის დააკავესიტალიაში 38 წლის ქართველი მამაკაცი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ilreggino.it ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრალდებული ქალის დახრჩობას ცდილობდა, როდესაც ქალმა მოძალადისგან თავის დაღწევა მოახერხა და შეშინებულმა პოლიციას მიმართა.

საგამოძიებო მოქმედების შედეგად, შემთხვევაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე მამაკაცი დააკავეს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევა 28 ოქტომბერს მოხდა.
პრაიმ ტაიმი