ჯანო ანანიძემ ლანჩხუთის ქალთა გუნდს ნაიკის ფორმა უყიდა

ჯანო ანანიძემ ლანჩხუთის ქალთა გუნდს ნაიკის ფორმა უყიდაქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გოგონათა საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთი ნაიკის უახლესი ფირმის პროდუქციით შეიმოსება.

ამის შესახებ ინფორმაცია adjarasport.com-მა მიიღო და ჩვენივე ინფორმაციით, ამ დიდი საქმის უკან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დგას, რომელმაც სრულად უზრუნველყო, გოგონათა გუნდს უახლესი ეკიპირება ჰქონოდა.

ლანჩხუთის ფეხბურთელები ნაიკის ფირმის ახალ მაისურებს, შორტებს, გეტრებს, ქურთუკებსა და ჩანთებს მიიღებენ.

ჯანო ანანიძესთვის ეს არ არის პირველი კეთილი საქმე, რომელიც ქალთა ფეხბურთისთვის გაუკეთებია. გასულ წელს მან სრულად დააფინანსა ნინო გურგენიძის მკურნალობა მძიმე სენის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ნინო გურგენიძე 2020 წელს გარდაიცვალა.

საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი ამჟამად უკლუბოდაა.

აჭარასპორტი