კობა დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

კობა დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანესპოლიტიკოსი კობა დავითაშვილი, რომელსაც მაანკილოზებელი სპონდილიტი, ანუ ე.წ. „ბეხტერევის დაავადება“ დაუდგინეს, ამჟამად, ალადაშილის კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„2020NEWS“-ის ინფორმაციით, 49 წლის პოლიტიკოსი კლინიკაში 23 ნოემბერს, მძიმე და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დაავადებების ფონზე განვითარებული თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით შეიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

25 ნოემბერს დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, რადგან სეპტიკური შოკი განუვითარდა.

პოლიტიკოსს განუკურნებელი დაავადება 2017 წელს გამოუვლინდა. დაავადება მე-4 სტადიაშია.

კობა დავითაშვილი, სხვადასხვა დროს, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი გახლდათ.

მას ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.