ლევან ზურაბიშვილს ხელყუმბარა კი არა, სანთებელა ეჭირა

ლევან ზურაბიშვილს ხელყუმბარა კი არა, სანთებელა ეჭირა31 წლის ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვილს, რო­მელ­მაც გუ­შინ მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, ირ­კვე­ვა, რომ ხელ­ში ხელ­ყუმ­ბა­რა არ ეჭი­რა. მას უბ­რა­ლოდ, ყუმ­ბა­რის ფორ­მის სან­თე­ბე­ლა ჰქონ­და და ხელ­ყუმ­ბა­რის იმი­ტა­ცია გა­ა­კე­თა. ამის შე­სა­ხებ მისი ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა სა­უბ­რობს. მას შემ­დეგ, რაც ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, ცნო­ბილ­მა იუ­რის­ტმა თა­ვად გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, უან­გა­როდ და­ეც­ვა ბრალ­დე­ბუ­ლი.

ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა:

– ამ­ბობს, არ მინ­და ჩემ­მა 12 წლის შვილ­მა გა­ი­ა­როს იგი­ვე გზა, რომელიც მე გა­ვი­ა­რეო და ამი­ტომ ითხოვს ამ ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბის აკ­რძალ­ვას. ამ­ბობს, მყავს ასე­ვე პენ­სი­ო­ნე­რი დედა, ვხე­დავ, რამ­დე­ნად მძი­მეა ყო­ვე­ლი მისი მის­ვლა აფ­თი­აქ­ში, რად­გან ვერ ავუ­დი­ვართ წამ­ლე­ბის ფა­სებს და ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა­აო.

– არ ჰქონ­ია ხელ­ყუმ­ბა­რაც…

– ეს არ იყო ხელ­ყუმ­ბა­რა, ეს იყო სან­თე­ბე­ლა, რო­მე­ლიც იყო ოქ­როს­ფე­რი და მან შე­ღე­ბა მუ­ქად მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის.

– იმ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ში ვალი აქვს და იმი­ტომ მი­ვი­და?

– რა­ტომ­ღაც აქ აღ­მოვ­ჩნდიო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიშ­ნით არ აურ­ჩე­ვია.

– საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე რას იტყვით?

– ია­რა­ღის ნა­წი­ლი და ყა­ჩა­ღო­ბა მო­ეხ­სნე­ბა, რად­გან მას არც ერთი თეთ­რი არ მო­უ­თხო­ვია. რო­დე­საც მო­ლა­რე გო­გო­ნა გა­მო­ვი­და სა­ლა­რო­დან, მას სთხო­ვა, სა­ლა­როს კარი და­ე­კე­ტა, რომ ვინ­მეს არ ეფიქ­რა, რომ რა­ი­მე შემ­ხებ­ლო­ბა ფულ­თან ჰქონ­და. დარ­ჩე­ბა უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი.

– ის  მთვრა­ლი იყო?

– არ იყო ნას­ვა­მი, არც ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ არ იყო. და­კარ­გა სახ­ლი, ახლა რაც მას აქვს, იმის და­კარ­გვის წი­ნა­შეც დგას. მას ჰყავს მო­ხუ­ცი დედა, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში რჩე­ბო­და.

ამბები