მაია სანდუ – “მოლდოვის მთავრობა უნდა გადადგეს!”

მაია სანდუ - "მოლდოვის მთავრობა უნდა გადადგეს!"მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა უნდა გადადგეს.

„რას ვფიქრობ იგორ დოდონის მთავრობაზე? არჩევნებმა აჩვენა, რომ ადამიანებმა ხმა მისცეს ამ მთავრობის წინააღმდეგ და იმის წინააღდეგ, როგორ ახორციელებს იგორ დოდონი პოლიტიკას. ეს მთავრობა უნდა წავიდეს. გადადგომამდე კი მინისტრთა კაბინეტმა თავის ფუნქცია უნდა შეასრულოს, აუცილებელია მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება“, – განაცხადა მაია სანდუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრ იონ კიკუსთან შეხვედრასა და ქვეყანაში არსებული სიტუაციის განხილვას აპირებს.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში 15 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც მაია სანდუმ ამომრჩეველთა ხმების 57.75 %-ით გაიმარჯვა, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი არჩევნებში ხმების 42.25% მოიპოვა.