მამაკაცი ქალს სექსუალური ძალადობის გამო უჩივის – რა მოხდა ზესტაფონში

მამაკაცი ქალს სექსუალური ძალადობის გამო უჩივის - რა მოხდა ზესტაფონშიზესტაფონში ახალგაზრდა ქალს 35 წლის მამაკაცის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ადევნებას ედავებიან.
მამაკაცმა ქალს პოლიციაში უჩივლა და განაცხადა, რომ ქალი მის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეიჭრა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.

საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია ესემეს-შეტყობინებების ამონაწერი, რომელიც დაზარალებულმა მამაკაცმა პოლიციას გადასცა.
რაც შეეხება სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ქალს, ის აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და ბრალმდებელთან ძალიან ახლო, სასიყვარულო კავშირი ჰქონდა, პოლიციაში ჩივილი კი ეჭვიანობის მიზეზით გადაწყვიტა.

“დაკითხული არ ვარ პოლიციაში, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს უნდა დამკითხონ. რასაც ამბობენ, ეს ცილისწამებაა. მეგობარი მამაკაცი იყო, რომელსაც ვუვლიდი, ვუსუფთავებდი, საჭმელს ვუკეთებდი, ვაჭმევდი, სახლს ვულაგებდი და ასე შემდეგ. მიზეზი ალბათ ეჭვიანობა. რესტორანში ვქეიფობდი თანამშრომლებთან ერთად და არ გამიშვა მარტო და ჩემთან ერთად წამოვიდა რესტორანში, რასაც მოწმეები ჰყავს, – უთხრა ტვ პირველს ბრალდებულმა ქალმა.