მარადონას პირადი ექიმის, ლეოპოლდო ლუკეს, სახლი და ოფისი გაჩხრიკეს

მარადონას პირადი ექიმის, ლეოპოლდო ლუკეს, სახლი და ოფისი გაჩხრიკეს

დიეგო მარადონა და ლეოპოლდო ლუკე

არგენტინის პროკურატურა ფეხბურთის ვარსკვლავის დიეგო მარადონას გარდაცვალებას იძიებს. დღეს მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი გამოიცა. ინფორმაციას მედია ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”გუშინ (შაბათს) გამოძიება და მტკიცებულებათა დასაბუთება გაგრძელდა ადამიანების გამოკითხვით, მათ შორის გარდაცვლილის უშუალო ნათესავების”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საჭირო გახდა ჩხრეკა ექიმის ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და ოფისში”.

ცნობისთვის, მარადონას ადვოკატმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი ითხოვს ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალების გარემოებების სრულ გამოძიებას.

დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იპნ