“მეზობელმა თავში ესროლა” – ქობულეთში 31 წლის მამაკაცი მოკლეს

"მეზობელმა თავში ესროლა" - ქობულეთში 31 წლის მამაკაცი მოკლესქობულეთში, სოფელ ხალაში შუახნის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა.

„როგორც ვიცი, ძალიან კარგი მეზობლები იყვნენ. წინათ კონფლიქტი არ ჰქონიათ. სხვა დეტალები არ ვიცი. მოკლულ 31 წლის მამაკაცს ოჯახი ჰყავდა, მისი მეუღლე შვილს ელოდება”, – აცხადებს ქობულეთის მერიის წარმომადგენელი მზია აბაშიძე.

მამაკაცს თავის არეში სანადირო თოფით ტყვია ესროლეს. ადგილობრივი მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ მკვლელი, სავარაუდოდ  მიიმალა, ამასთან, მას 2 თანამზრახველიც ჰყავდა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.