მოლდოვის ახალი პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა

მოლდოვის ახალი პრეზიდენტი მაია სანდუ გახდამოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაია სანდუმ არჩევნებში ხმების 56% მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი -43%.

ცესკო-ს ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99%.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. 1-ელ ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად, გამარჯვებისთვის საჭირო 50 %-ის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო. პირველ ტურში მაია სანდუმ ხმების 36.1 % მიიღო, იგორ დოდონმა კი – 32.6 %.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ სანდუ ევროკავშირთან მჭიდრო კავშირების მომხრეა. მოქმედი პრეზიდენტი კი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსია.